პროექტის ,,მეცნიერება კაპიტანია’’ ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოვება
1 დეკემბერს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდში გაიმართა წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების, პირველი ადგილის მფლობელების, ნინო გიორგაძის და თორნიკე ქიმერიძის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სიგელებით დაჯილდოების ცერემონია. ახალგაზრდა მეცნიერებს სიგელები გადასცა და სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ახალგაზრდა მეცნიერებს მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრსა (ISTC) და რუსთაველის ფონდს აქტიური ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებთ.
ინფორმაცია აღებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიტიდან