საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქპატენტი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

თსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერი ვაჟა ჩაგელიშვილითსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი - ელზა ცხაკაიათსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის გაცნობითი ვიდეო



განცხადებები და სიახლეები

15.06.22

2022 წლის 14 ივნისს ინსტიტუტმა უმასპინძლა სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის (პასუხისმგებელი პირი - ქიმიის პედაგოგი ირინა მიროტაძე) მოსწავლეებს.
მოსწავლეები გაეცნენ ინსტიტუტის ისტორიას. ინსტიტუტის თანამშრომლებმა მათ გაახსენეს თეორიული მასალა ქიმიაში და ჩაუტარეს შესაბამისი ცდები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორიები, სადაც ჩაუტარდათ როგორც სასწავლო, ასევე სახალისო ექსპერიმენტები. ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის აპარატურული ცენტრი, სადაც გაეცნენ თანამედროვე ანალიზური და სხვა გამზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს.



03.04.23
აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია „ქიმია-მიღწევები და პერსპექტივები“

კონფერენცია ჩატარდება  2023 წლის 20 აპრილს, თბილისში.

კონფერენციის სამუშაო ენა:  ქართული, ინგლისური.
მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით 

ISSN 1512-0996
DOI:https://doi.org/10.36073/1512-0996

თეზისების/სტატიის  წარდგენის ბოლო ვადაა 15.04.2023 წ.

სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ




ლაბორატორიები