მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

კვლევითი პროექტების განხორციელებისათვის თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექრტროქიმიის ინსტიტუტი თავაზობს შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამეცნიერო ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის სახით.

მაღალი სიზუსტის რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი EDX 3600H Mining Analyzer

ხელსაწყო გამოიყენება მყარი ნივთიერებების ელემენტური ანალიზისთვის ამ ნივთიერების ხსნარში გადაყვანის გარეშე. პროგრამული ოფციები: პროგრამა ელემენტების სრული დიაპაზონისათვის Na-დან (ნატრიუმიდან) U-მდე (ურანამდე); RoHS სტანდარტის აპლიკაციის დამატების საშუალება; მინერალების ანალიზის დამატებითი პროგრამა; დაფარვის სისქის გამზომი აპლიკაციის დამატების საშუალება; ვირტუალური და მანუალური კალიბრაციის საშუალება ყველა თავსებადი აპლიკაციისათვის.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115
ვრცლად

ტრინოკულარული მიკროსკოპი Amscope T690C-PL10m (HOLLAND)

მიკროსკოპი გამჭოლი სხივით გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე მასალებისთვის.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216
ვრცლად

ტრინოკულარული მეტალურგიული მიკროსკოპი Euromex ME 2660 and ME 2665 ციფრული კამერით (1/2.5 CMOC sensoriT Euromex DC 5000c)

მიკროსკოპი გამჭოლი სხივით გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე მასალებისთვის.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216
ვრცლად

ციფრული pH - მეტრი Auxilab Digital - meter model 907

ხელსაწყო პოტენციომეტრული მეთოდით მანგანუმის განსასაზღვრად.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 106
ვრცლად

სპექტროფოტომეტრი auxilab zuzi speqtometer 4201/50

სპექტროფოტომეტრი Zuzi მოდელი 4201/50 წარმოადგენს უნივერსალურ ხელსაწყოს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ზუსტი თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი ულტრაიისფერ სპექტრში.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216
ვრცლად

ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი ANALYST 200-1004 TAM / AAS-200 - Perkin Elmer

ხელსაწყო გამოიყენება ნებისმიერი ტექნიკურ ან ბუნებრივი ობიექტის ელემენტური ანალიზისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროა ელემენტის მცირე შემცველობის განსაზღვრა (აღმოჩენის ქვედა ზღვარი- 10-5 - 10-6 მგ/ლ). ხელსაწყოზე შეიძლება განისაზღვროს 70-მდე ელემენტი (შესაბამისი ნათურებით აღჭურვის შემთხვევაში) სხვადასხვა წარმოშობის ნივთიერებებში: მადნებში, ლითონებში, შენადნობებში, ნიადაგში, სასუქებში, მცენარეებში და სხვა აგროქიმიურ მასალებში. ხელსაწყო შეოძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კლინიკურ და ბიოლოგიურ ანალიზებშიც (სისხლი, პლაზმა). ხელსაწყო გამოიყენება უპირეტესად მიკრო მონარევების განსასაზღვრავად, მაგრამ, მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებში ელემენტების მაღალი კონცენტრაციის შემცველობის დროსაც. ხელსაწყო აღჭურვილია კომპიუტერული მართვის სისტემით, ატომიზაციისათვის გამოყენებულია აცეტილენი.

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115
ვრცლად

ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი С-115

დანადგარი გამოიყენება ხსნარებში მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების თანაბარი განაწილებისათვის (ჰომოგენიზაციიისათვის).

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115
ვრცლად

ულტრაბგერითი რხევების დისპერგატორი Dowellultrasonic dw s20-2000

დანადგარი გამოიყენება ხსნარებში მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების თანაბარი განაწილებისათვის (ჰომოგენიზაციიისათვის).

ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216
ვრცლად