მაღალი ენერგიების ქიმიის განყოფილება
თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტიგანყოფილების შესახებ & სამეცნიერო მისია
განყოფილებაში გაერთიანებულია რადიაციული ქიმიის და თერმოქიმიური კვლევების ლაბორატორიები. რადიაციული ქიმიის მიმართულებით (პასუხისმგებელი - გ.ტატიშვილი) შეისწავლება მაიონიზებელი და მომიჯნავე პროცესების ზეგავლენა ქიმიურ და ბიოლოგიურ ობიექტებზე და მუშავდება კომბინირებული ტექნოლოგიური მეთოდები სხვადასხვა ეკოსისტემების დასაცავად მომწამლავი ნივთიერებებისგან, მავნე მიკროორგანიზმების.
ასევე წარმოებს კვლევები ეკოსისტემების რადიაციული უსაფრთხოების ხელშესაწყობად, რაც ითვალისწინებს რადიაციული და მომიჯნავე ტექნოლოგიების აპლიკაციების შექმნა/მოდიფიცირებას და შესაბამისი თეორიული გათვლების უზრუნველყოფას.
თერმოქიმიის მიმართულებით (პასუხისმგებელი - მ.ხუნდაძე) კვლევები ითვალისწინებს ეფექტური თვისებების მქონე მრავალკომპონენტიანი ოქსიდური მასალების მიზანმიმართულ ძიებას და მათი მიღებისთვის ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შემუშავებას, საბაზისო ოქსიდური სისტემების თერმოდინამიკური და თერმოფიზიკური თვისებების შესწავლით. ლაბორატორიაში, საკუთარი გაზომვებით მიღებული და, აგრეთვე, ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე, შექმნილია რთული ოქსიდების საბაზისო თერმოდინამიკური პარამეტრების ელექტრონული, უწყვეტად განახლებადი ბანკი.
ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საკვლევი კომპოზიციებისათვის დამახასიათებელ სტრუქტურულ, მაგნიტურ, ელექტრულ და სხვა სახის ფაზური გარდაქმნების და ანომალიების გამოვლენას და მათ ენერგეტიკულ დახასიათებას, აგრეთვე თერმულ მახასიათებლებზე ნანოსტრუქტურული მდგომარეობის გავლენის ასახვას. მიღებული მონაცემების ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, რომ მიზანმიმართულად შევარჩიოთ კომპოზიციური ცვლილებები და ენერგოდამზოგავი ტექნილოგიური პროცესები.
ძირითადი კვლევითი მიმართულებები
მაიონიზებელი და მომიჯნავე პროცესების ზეგავლენის შესწავლა ქიმიურ და ბიოლოგიურ ობიექტებზე და კომბინირებული მეთოდები ეკოსისტემების დასაცავად მომწამლავი ნივთიერებებისგან.
ეფექტური თვისებების მქონე მრავალკომპონენტიანი ოქსიდური მასალების მიზანმიმართული ძიება და მათი მიღებისთვის ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება.
საკუთარი გაზომვებითა და ლიტერატურული მონაცემებით რთული ოქსიდების საბაზისო თერმოდინამიკური პარამეტრების ელექტრონული, უწყვეტად განახლებადი ბანკის შექმნა.
სტრუქტურული, მაგნიტური, ელექტრული ფაზური გარდაქმნების და ანომალიების გამოვლენა, თერმულ მახასიათებლებზე ნანოსტრუქტურული მდგომარეობის გავლენის ანალიზი.

მზია ხუნდაძე
განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
სამეცნიერო პერსონალი12
განყოფილების მკვლევარები და სპეციალისტები

გრიგორ ტატიშვილი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორი

ვერა ვარაზაშვილი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

რუსუდანი ჯორბენაძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მურმანი ძოწენიძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
მარინე მაჭარაშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
დარეჯანი დუღაშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ვლადიმერი თვალიაშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
მანანა მამარდაშილი
მეცნიერ-თანამშრომელი
ციური ბასილაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
გენრიეტა შანიძე
მეცნიერ-თანამშრომელი
