ფუნდამენტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილება
თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტიგანყოფილების შესახებ & სამეცნიერო მისია
მიმდინარეობს სამუშაოები განვითარებული ზედაპირის მქონე რთულ ჰეტეროგენულ სისტემებში წყალბადის გამოყოფის პროცესების საფუძვლების შესწავლაზე. ასევე, რთულ არაპოლარულ სისტემებში მუხტის გადატანის პროცესების თეორიული საფუძვლების შემუშავება გარემოს სიხშირული და სივრცითი დისპერსიის ეფექტების გათვალისწინებით. წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისათვის საჭირო მასალების: ინტერმეტალიდების და კომპოზიციური მასალების, ორ და სამ კომპონენტიანი ფხვნილების სინთეზი, მიღებული მასალების ჰიდრირება და პროცესების თერმოდინამიკური და კინეტიკური პარამეტრების განსაზღვრა.
განყოფილების კვლევების მიზანია, საქართველოში მწვანე წყალბდის და შესაბამისად, მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი – წყალბადის აკუმულირების და ტრანსპორტირებისათვის საჭირო – პერიოდული სისტემის IV და V თანაური ჯგუფის ლითონების ბაზაზე ინტერმეტალიდების ელექტროქიმიური სინთეზი და მათი შემდგომი ჰიდრირება. მიღებული იქნება ანალიზური გამოსახულებები არაპოლარულ სისტემებში წყალბადის გამოყოფით მიმდინარე მუხტის გადატანის პროცესების კინეტიკური პარამეტრებისათვის გარემოს სიხშირული და სივრცითი დისპერსიის ეფექტების გათვალისწინებით.
ჰეტეროგენული და ჰომოგენური არაპოლარული სისტემები, განხილული იქნება, როგორც შემთხვევითი ძალების ან იმპულსების ველი, რომელიც მოქმედებს მორეაგირე ნაწილაკებზე. გარემო აღწერილი იქნება სიხშირული და სივრცითი დისპერსიის ეფექტების გათვალისწინებით, რეაგენტების გარემოსთან ურთიერთქმედება აღწერილი იქნება გარემოს ნაწილაკის იმპულსის ფლუქტუაციისა და რეაგენტის სიჩქარის ფუნქციის საშუალებით. ასეთი სისტემის კინეტიკური პარამეტრების გათვლისას გამოყენებული იქნება მუხტის გადატანის პროცესების კვანტური თეორია კონდენსირებული გარემოს იმპულსების სიმკვრივის ოპერატორების გრინის ტემპერატურული ფუნქციების გამოყენებით. მიღებული იქნება ანალიზური გამოსახულებები პროცესის კინეტიკური პარამეტრებისათვის.
განყოფილება აგრძელებს მრავალწლიან კვლევებს შემდეგი 2 მიმართულებით:<br /> 1. ცელულოზაშემცველი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავება და მიღებული პროდუქტის გამოყენება ადსორბენტებად სასმელი და ჩამდინარე წყლების მძიმე ლითონებისაგან, ანტიბიოტიკებისაგან გასაწმენდად; მიმდინარეობს იგივე მასალის გამოცდა გამონაბოლქვი მავნე აირების ჩასაჭერად.<br /> 2. წყლიდან წყალბადის ელექტროქიმიური მეთოდით მიღებისათვის საელექტროდე მასალების შემუშავება.
ძირითადი კვლევითი მიმართულებები
პერიოდული სისტემის IV და V თანაური ჯგუფის ლითონების ბაზაზე ინტერმეტალიდების სინთეზი და ჰიდრირება მწვანე წყალბადის აკუმულირებისა და ტრანსპორტირებისთვის.
არაპოლარულ სისტემებში წყალბადის გამოყოფით მიმდინარე მუხტის გადატანის პროცესების კინეტიკური პარამეტრების გათვლა გარემოს სიხშირული და სივრცითი დისპერსიის გათვალისწინებით.
ცელულოზაშემცველი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავება და ადსორბენტებად გამოყენება წყლების მძიმე ლითონებისა და ანტიბიოტიკებისგან გასაწმენდად, აგრეთვე გამონაბოლქვი აირების ჩასაჭერად.
წყლიდან წყალბადის ელექტროქიმიური მეთოდით მიღებისათვის ახალი ეფექტური საელექტროდე მასალების შემუშავება.

თამაზ მარსაგიშვილი
განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
სამეცნიერო პერსონალი13
განყოფილების მკვლევარები და სპეციალისტები

ნათელა ანანიაშვილი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
მანანა გაჩეჩილაძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მარინე მაჭავარიანი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ლალი ღურჭუმელია
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
გიორგი ცაგარელი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
მარინე ხუციშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
გულნარა ყიფიანი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ზურაბი სამხარაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
სოფიო ცქიტიშვილი
მეცნიერ-თანამშრომელი
ნინო გიორგაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
