გამოყენებითი ქიმიის განყოფილება
თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტიგანყოფილების შესახებ & სამეცნიერო მისია
დღეს, მსოფლიო განიცდის სწრაფ და დინამიურ ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია გარემოსდაცვითი საკითხებით, ენერგეტიკული გამოწვევებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიღწევებით და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი პროგრესით. ამის ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი მასალების შექმნა და მათი გამოყენება პრაქტიკულ, თანამედროვე ტექნოლოგიებში. ჩვენს განყოფილებაში ვითარდება კვლევები მაღალი სისუფთავისა და სასურველი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების მქონე ახალი ნაერთების სინთეზისა და მათი ენერგეტიკისა და ეკოლოგიის მიმართულებით გამოყენების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით.
ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია რომელიც წარმოადგენს რევოლუციურ გადახვევას ტრადიციული „ამოიღე-აწარმოე-მოიშორე“ მოდელიდან მიზნად ისახავს პროდუქტების, კომპონენტებისა და მასალების სარგებლიანობისა და ღირებულების ოპტიმიზაციას მათი მიმოქცევაში რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნების უზრუნველყოფით. სწორედ ასეთი მიდგომებით ხელმძღვანელობს ჩვენი განყოფილება და ავითარებს ისეთ პროექტებს რომლებიც ემსახურება გარემოზე ზემოქმედებისა და რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას მეორადი ნედლეულის, ნამუშევარი კომპონენტების და ნარჩენი მასალების გამოყენების ხელშეწყობის გზით.
ჩვენს განყოფილებაში, მანგანუმის შემცველი მეორადი ნედლეულის სხვადასხვა მეთოდით გადამუშავებით ვახორციელებთ მაღალი სისუფთავის მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის მიღებას რომელიც გამოიყენება ლითიუმ იონური ბატარეების საკათოდე მასალის მწარმოებელ კომპონენტად. ჩვენთან ხდება ნამუშევარი ბატარეების უტილიზაციისა და საწარმოო მნიშვნელობის მქონე პროდუქტების (ლითიუმი, მანგანუმის დიოქსიდი) ამოღების ტექნოლოგიების დამუშავება. ასევე პრიორიტეტულია ჩამდინარე საწარმოო წყლების გაწმენდა და მათგან ლითონების ამოღების მეთოდების შემუშავება.
გამოსარჩევია არაორგანული პოლიმერების და ცვეთამედეგი მასალების სინთეზის მიმართულებით გაწეული სამუშაოები. წყალბადის წყალხსნარებიდან გენერირების (წყალბადის ენერგეტიკა) სამუშაოები ასევე არის მოქცეული ჩვენი განყოფიელბის სამეცნიერო ინტერესის სფეროში.
გამოყენებითი ქიმიის განყოფილების პრიორიტეტებში შედის საგანმანათლებო პროცესში აქტიური ჩართულობა. ჩვენთან სისტემატურად გადიან სტაჟირებას და ასრულებენ საბაკალავრო სამეცნიერო კვლევებს თსუ-ს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები. ჩვენთან პრაქტიკა გავლილი სტუდენტები დასაქმებული არიან სპეციალობით ან აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ევროპის მაღალ რეიტინგულ პროგრამებზე.
განყოფილებაში მუშაობს 26 კვალიფიციური თანამშრომელი. აქედან 6 მთავარი, 12 უფროსი და 8 მეცნიერ თანამშრომელი.
ძირითადი კვლევითი მიმართულებები
მანგანუმის შემცველი მეორადი ნედლეულის გადამუშავებით მაღალი სისუფთავის მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის მიღება და ნამუშევარი ბატარეების უტილიზაცია (ლითიუმი, მანგანუმის დიოქსიდი).
გარემოზე ზემოქმედებისა და რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება მეორადი ნედლეულის, ნამუშევარი კომპონენტების და ნარჩენი მასალების გამოყენების ხელშეწყობით.
არაორგანული პოლიმერების და ცვეთამედეგი მასალების სინთეზი, აგრეთვე წყალბადის წყალხსნარებიდან გენერირების (წყალბადის ენერგეტიკა) სამუშაოები.
საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდა და მათგან სამრეწველო მნიშვნელობის მქონე ლითონების ამოღების მეთოდების შემუშავება.

ნიკოლოზ ნიორაძე
განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
სამეცნიერო პერსონალი25
განყოფილების მკვლევარები და სპეციალისტები

თემური ჩახუნაშვილი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

გიგლა წურწუმია
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ნანა ქოიავა
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

თინათინი ლეჟავა
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე

ვაჟა ჩაგელიშვილი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

თეიმურაზი როყვა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ცისანა გაგნიძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ჟიული ქებაძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

რუსუდანი დუნდუა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

პაატა ნიკოლეიშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
