სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი
მუხლი1. დირექტორის კანდიდატურის შერჩევის ორგანიზაციული საკითხები
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემგომში - ,,უნივერტიტეტი“ ან ,,თსუ“) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგალძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის (შემდგომში - ,,ინსტიტუტი“) დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურას ატარებს და შერჩევის დღეს განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
- შერჩევის პროცედურა ტარდება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. თუ ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ამავდროულად დირექტორობის კანდიდატი, მას არაქვს სხდომის თავმჯდომარეობის უფლება და სამეცნიერო საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის დაწყებამდე ირჩევს საბჭო თავისი შემადგენლობიდან.
მუხლი 2. დირექტორის კანდიდატურის შერჩევის გამოცხადება
- დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებას ადგენს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. განცხადებაში აისახება დირექტორის კანდიდატურისათვის დადგენილი მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის სახეობები, მათი წარმოდგენის ადგილი, ვადები და სხვა პროცედურული საკითხები.
- იმ შემთხვევაში თუ, სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად 65 წელს მიღწეული ან მეტი ასაკის მქონე პირის მონაწილეობის დასაშვებობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს თსუ აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებამდე 5 დღით ადრე მაინც.
- ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და ასევე წინამდებარე წესი საჯაროდ განთავსებას ექვემდებარება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 3. დირექტორისათვის დადგენილი მოთხოვნები
- დირექტორობის კანდიდატად შეიძლება შერჩეული იქნეს და დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ და ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის (ვადიანი) დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნისის N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი”-თ და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლითა და ,,საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- დირექტორობის კანდიდატად შესარჩევ პირს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის (მენეჯმენტის) გამოცდილება, კერძოდ
ა) სამეცნიერო დაწესებულების მართვის ორგანოებში მუშაობის ან სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მართვის 3 (სამი) წლის გამოცდილება მაინც;ბ)საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმები საორგანიზაციო ან სამეცნიერო კომიტეტების ხელმძღვანელობის გამოცდილება.
მუხლი 4. დირექტორობის კანდიდატობის მსურველთა განცხადებების მიღების წესი
- დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი.
- დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;ბ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);გ) ორი ფოტოსურათი (3X4);დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;ე) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვ.);ვ) სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;ზ) ინსტიტუტის დებულებიდან გამომდინარე ინსტიტუტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისა და ფუნქციების შესრულების, აგრეთვე ინსტიტუტის შემდგომი განვითარების მისეული ხედვა.- დირექტორობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განცხადების წარმომდგენი დაინტერესებული პირი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი დადგენილ ვადაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსათვის გადასაცემად თსუ კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამ მუხლითა და დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
მუხლი 5. დირექტორობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა
- დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კენჭისყრის საფუძველზე შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
- სამეცნიერო საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს დირექტორობის კანდიდატობის მსურველთა განცხადებებსა და მათზე დართულ დოკუმენტაციას და ნიშნავს კენჭისყრის დღეს.
- კენჭისყრა დირექტორობის კანდიდატის შესარჩევად ტარდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე კენჭისყრისათვის განსაზღვრულ დღეს 14:00-დან 16:00 საათამდე.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით კენჭისყრის დაწყებამდე სამეცნიერო საბჭო ღია კენჭისყრით საბჭოს წევრთაგან ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას არანაკლებ 3 (სამი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით. ხმის დამთვლელი კომისიის წევრების შერჩევის შემდეგ სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს.
- სამეცნიერო საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს დირექტორობის მხოლოდ ერთ კანდიდატს.
- სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დირექტორობის კანდიდატად შერჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, იმავე დღეს (ჩატარების დრო დგინდება სამეცნიერო საბჭოს მიერ) გაიმართება განმეორებითი (დამატებითი) კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე პირი. დამატებითი კენჭისყრის შედეგად შერჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი კენჭისყრის შედეგადაც ვერცერთმა პირმა ვერ მიიღო სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, დირექტორის შერჩევის პროცედურა ცხადდება და ტარდება ხელახლა, მოქმედი კანონდებლობისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
- კენჭისყრის სხდომის დაწყებიდან საბოლოო შედეგების გამოვლენამდე ხმის დამთვლელი კომისიის საქმიანობა ხორციელდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა თანდასწრებით.
- ხმის დამთვლელი კომისია უფლებამოსილია მიიღოს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება წინამდებარე წესით განსაზღვრულ ფარგლებში.
მუხლი 6. შედეგების გამოცხადება
- შერჩევის პროცედურის შედეგები ცხადდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდგომ და სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად შეიტანება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმის შინაარსი გაეცნობა საბჭოს წევრებს და მას ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს (საბჭოს სხდომის) თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის შედეგები, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის კორესპონდენციით ეგზავნება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეაგირებისათვის.
- დირექტორის კანდიდატურის შერჩევის შედეგები შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სასამართლოში.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესი ცნობისათვის ეგზავნება უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას.