ე.ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია
ლაბორატორიის ხელმძღვანელი
რიმზეტ თუშურაშვილი – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.
rimz_1@yahoo.com
ოფისი:
ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1956 წელს. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი მეცნიერი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ელენე ნანობაშვილი
კვლევები მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებით:
გოგირდორგანულ ნაერთთა რადიაციულ ქიმიას საფუძველი ჩაეყარა ნავთობის გაწმენდის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
გაუგოგირდების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს რადიაციულ-ქიმიური მეთოდი. შემდგომში ეს კვლევები განვითარდა ორი ძირითადი მიმართულებით: 1.გოგირდორგანულ ნაერთთა, როგორც რადიოპროტექტორთა რადიაციული ქიმია და 2. გოგირდორგანულ ნაერთთა რადიაციულ-ქიმიურ სინთეზი.
შერჩეულია ახალი რადიოპროტექტორები დაბალმოლეკულური ალიფატური თიოლების და თიოციანატების სახით და შემოთავაზებულია დიალკილსულფიდები, როგორც ახალი დოზიმეტრიული სისტემები დოზათა ფართო ინტერვალში.
იმის გათვალისწინებით, რომ რადიაციულ ზემოქმედებას, როგორც წესი, თან სდევს ჰაერიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით ოზონის წარმოქმნა, რომელსაც, გამომდინარე მისი მძლავრი ჟანგვითი უნარიდან, გარკვეული წვლილი შეაქვს რადიაციულ-ქიმიური გარდაქმნის პროცესებში, აუცილებელი გახდა მხოლოდ ოზონის ზემოქმედების შესწავლა სხვადასხვა სისტემებზე.
ოზონური მეთოდის გამოყენებით მიღებულია მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები:
ინფექციური საავადმყოფოების ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნება და სხვა საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდა.
მიღებული წინასწარი შედეგები გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ოზონური მეთოდი გამოირჩევა მაღალეფექტურობით. ამასთანავე აღნიშნული მეთოდის მაღალეფექტურობა შემოწმებულია მთელი რიგი დაავადებებისა და დაინფიცირებული ჭრილობების მკურნალობისას ზოგიერთი საავადმყოფოს ბაზაზე. მიღებულია პატენტი.
დღეისათვის კვლევები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით:
დადგენილია რომ ბაქტერიული სასუქების გამოყენება იძლევა მოსავლის საგრძნობ მატებას ისეთი მნიშვნელოვანი კულტურებისათვის როგორიცაა სოიო, ლუპინი და იონჯა (მარცვლით 22%-მდე, მწვანე მასით 100%-მდე).:
სტერილიზებული ტორფი ე.წ. გამარიზოტორფინი ძალიან მაღალი ხარისხისაა, რიზოტორფინის ტიტრები ნელა ზრდად ბაქტერიებზე აღწევს 8 მლრდ/გრ. რიზოტორფინის შენახვის ვადა 6 თვეა. ერთი ჰექტარის დოზა 200 გრამია.
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სამედიცინო დანიშნულების მასალა – მოწყობილობის რადიაციულ სტერილიზაციას, რისი ალტერნატივაც დღეისათვის არ არსებობს.