ნ.ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია
თერმოქიმიის ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1959 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში. 1960 წლიდან ლაბარატორია ფუნქციონირებს რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. ლაბორატორიის დამაარსებელია ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში (1959-1972 წ. წ. პერიოდში) ლაბორატორიამ შეიძინა ექსპერიმენტულ თერმოდინამიკაში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრის ავტორიტეტი. 1972-1989 წლებში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი გ.ჩაჩანიძე, ხოლო 1989 წლიდან დღემდე ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თ.მაჩალაძე.
• თერმოდინამიკური თვისებების ექსპერიმენტული კვლევა 20-1600 K ფარგლებში, მაღალ პრეცეზიული კალორიმეტრული მეთოდიკების გამოყენებით.
• ფაზური გარდაქმნების კვლევა: შესატყვისი თერმოდინამიკური მახასიათებლების და გარდაქმნის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
• კორელაციური დამოკიდებულებების გამოვლენა მიკროსკოპული მახასიათებლებსა (კრისტალური და მაგნიტური სტრუქტურა, იონთა პარამეტრები) და მაკროსკოპულ (მაგნიტურ და თერმოდინამიკურ) მახასიათებლებს შორის.
• თერმოდინამიკური თვისებების დადგენის ემპირიული და ნახევრადემპირიული მეთოდების შემუშავება, რეკომენდირება და გამოყენება.
ლაბორატორიაში 8 თანამშრომელია:
მთავარი მეცნიერმუშაკი: ქ.მ.დ. თ.მაჩალაძე,
მთავარი მეცნიერმუშაკი: ქ.მ.დ. ვ.ვარაზაშვილი
უფროსი მეცნიერმუშაკი: ქ.მ.კ. მ.ცარახოვი
უფროსი მეცნიერმუშაკი: ქ.მ.კ. მ.ხუნდაძე,
უფროსი მეცნიერმუშაკი: ქ.მ.კ. რ.ჯორბენაძე
მეცნიერმუშაკი: გ.ჯაფარიძე
ინჟინერი: თ.ფავლენიშვილი, ლ.როყვა
ექსპერიმენტული კვლევების საფუძველს შეადგენს კომპლექსური კალორიმეტრული კვლევა, რომელიც მოიცავს ტემპერატურის ფართო დიაპაზონს და წარმოდგენილია შემდეგი მეთოდიკებით:
• დაბალტემპერატურული ადიაბატური ვაკუუმური კალორიმეტრი (20-320K).
• მაღალტემპერატურული (298-1300K) ადიაბატური შერევის ტიპის კალორიმეტრი.
• დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრი DSC-III (300-900K).
• მაღალტემპერატურული დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრი HT 1500 (300-1500K).
• კალვეს ტიპის კალორიმეტრი (300-900K)
• თერმოანალიზატორები: დერივატოგრაფი Q-1500D NETZCH STA 2500
2009-2012 წლებში ლაბორატორიის თანამშრომლები ასრულებდნენ შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტით გათვალისწინებულ სამუშაოს: “შერეული იონური და ელექტრონული გამტარების მქონე პეროვსკიტები” SCOPES Project 1Z73ZO-128185.
2015-2017 წლებში ასრულებდა УНТЦ–ს საგრანტო სამუშაოს: “პოლიკრისტალური და ნანოსტრუქტურული მრავალკომპონენტიანი მეტალთა ოქსიდების ტექნოლოგიური პროცესების თერმოდინამიკა” STCU Project #6067.
ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 6 მონოგრაფია და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო, მათ მიიღეს მონაწილეობა 100-მდე სამეცნიერო კონფერენციაში.