ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია
ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,
მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი
შუქრი ჯაფარიძე
japaridzeshukri@yahoo.com
ოფისი: 106
japaridzeshukri@yahoo.com
ოფისი: 106
ლაბორატორიის ძირითადი დანიშნულებაა, ინსტიტუტში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებების შესაბამისად სხვა დაწესებულებებისათვისაც ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება.
ლაბორატორიაში კლასიკური ქიმიური მეთოდებით ხდება შემდეგი ელემენტების რაოდენობრივი ანალიზი : Cu, Ca, Zn, Cd, Al, Ti, Pb, Sn, As, N, Sb, S, Cr, Mo, Cl, Mn, Fe, Ni, Co და სხვა.
ნიმუშებში საკვლევი ელემენტების შედარებით მცირე კონცენტრაციების დროს კი გამოიყენება ანალიზის ფიზიკური მეთოდები: პოლაროგრაფია, ფოტოკოლორიმეტრია, სპექტრომეტრია. ნივთიერებათა სტრუქტურისა და თვისებების დასადგენად - რენტგენოგრაფია (რენტგენო-ფაზური ანალიზი), დერივატოგრაფია. დიფრაქციული რენტგენოგრაფის გამოყენებით ტარდება მყარი ნიმუშების ფაზური შემადგენლობის განსაზღვრა, ინდივიდუალური ნაერთების სტრუქტურის, პარამეტრების დადგენა და მყარი ნიმუშების ნაწილაკების ზომის მიახლოებითი განსაზღვრა. პოლაროგრაფული მეთოდით ხდება მცირე კონცენტრაციის (10-5÷10-6 მოლ/ლ) ნიმუშებში სხვადასხვა კათიონების რაოდენობრივი განსაზღვრა: Zn, Cu, Cd, Pb და სხვა. ფოტოკოლორიმეტრული მეთოდით ხდება სხვადასხვა მეტალების რაოდენობრივი განსაზღვრა: Fe, Ni, Cu, Bi და სხვა. გაზომვის მინიმალური კონცენტრაცია – 10-5÷10-6 მოლ/ლ. დერივატოგრაფის გამოყენებით ხორციელდება თერმოგრავიმეტრული გაზომვები. კერძოდ, დგინდება მყარ ნიმუშებში ტენის და სხვადასხვა აქროლადი კომპონენტების (CO2, SO2, ორგანული მინარევების და სხვა) შემცველობა. ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე სრულდება სხვადასხვა ელემენტის (Fe, Cu, Mn, Zn, Ni და სხვა) რაოდენობრივი განსაზღვრა ხსნარებში, 10-4% კონცენტრაციის ფარგლებში. დიფერენციალური სკანირების მიკროკალორიმეტრზე ხორციელდება დიფერენციალური ანალიზის მრუდების ჩაწერა 20-500° C ტემპერატულ შუალედში, როგორც ატმოსფერულ, ისე ინერტულ გარემოში.
ლაბორატორიაში აგრეთვე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომლებიც ეკოლოგიის და აგრო-ეკოტოქსიკოლოგიის მიმართულებას მიეკუთვნება. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები კაზრეთ-ბოლნისის ჭიათურა-ზესტაფონის საწარმოო ნარჩენებთან ახლო მყოფი ნიადაგების კვლევა.