ნ.ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია
ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მაჩალაძე
მთავარი მეცნიერ-თანამრომელი
tmachaladze1939@gmail.com
ოფისი: 117
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მაჩალაძე
მთავარი მეცნიერ-თანამრომელი
tmachaladze1939@gmail.com
ოფისი: 117
ლაბორატორიაში წარმოებული კვლევების ძირითადი მიმართულებებია მყარი არაორგანული ნაერთების თერმოდინამიკური თვისებების შესწავლა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში:
• თერმოდინამიკური თვისებების ექსპერიმენტული კვლევა 20-1600K ფარგლებში, მაღალპრეცეზიული კალორიმეტრული მეთოდიკების გამოყენებით.• ფაზური გარდაქმნების კვლევა: შესატყვისი თერმოდინამიკური მახასიათებლების და გარდაქმნის გამომწვევი მიზეზების დადგენა.• კორელაციური დამოკიდებულებების გამოვლენა მიკროსკოპული მახასიათებლებსა (კრისტალური და მაგნიტურისტრუქტურა, იონთაპარამეტრები) და მაკროსკოპულ (მაგნიტურ და თერმოდინამიკურ) მახასიათებლებს შორის.• თერმოდინამიკური თვისებების დადგენის ემპირიული და ნახევრადემპირიული მეთოდების შემუშავება, რეკომენდირება და გამოყენება.
ექსპერიმენტული კვლევების საფუძველს შეადგენს კომპლექსური კალორიმეტრული კვლევა, რომელიც მოიცავს ტემპერატურის ფართო დიაპასონს და წარმოდგენილია შემდეგი მეთოდიკებით:
• დაბალ ტემპერატურული ადიაბატური ვაკუუმური კალორიმეტრი (20-320K).• მაღალტემპერატურული (298-1300K) ადიაბატური შერევის ტიპის კალორიმეტრი.• დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრი DS-III (300-900K).• მაღალტემპერატურული დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრი HT 1500 (300-1500K).• კალვეს ტიპის კალორიმეტრი (300-900K)• თერმოანალიზატორები: დერივატოგრაფი Q-1500D NETZCH STA 2500.