რ.დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია
ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
თამაზ მარსაგიშვილი
მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი,
ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი
tamaz.marsagishvili@gmail.com
ოფისი: 108
თამაზ მარსაგიშვილი
მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი,
ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი
tamaz.marsagishvili@gmail.com
ოფისი: 108
ლაბორატორიში მიმდინარე კვლევების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
ამჟამად ლაბორატორიაში მუშაობს 13 მეცნიერ-თანამშრომელი, აქედან 4 მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 4 უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 3 მეცნიერ თანამშრომელი, 2 ინჟინერი.
- არარეგულარულ ნანო- და მეზოსკოპურ ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტისა და ენერგიის გადატანის პროცესების კომპლექსური შესწავლა და სათანადო ტექნოლოგიების მეცნიერული საფუძვლების შემუშავება:
- არარეგულარულ კონდენსირებულ სისტემებში მრავალატომიან მოლეკულებსა და იონებს შორის მუხტისა და ენერგიის გადატანის პროცესები თერმული, ოპტიკური და რადიაციული ზემოქმედების ქვეშ, სივრცითი და სიხშირული ეფექტების გათვალისწინებით;
- ფოტოკატალიზი მეზო- და ნანონაწილაკების მონაწილეობით;
- მათემატიკური ალგორითმების შექმნა და მათი ტესტირება უკვე დადგენილი რაოდენობრივი შედეგების საფუძველზე, ექსპერიმენტული მონაცემების სისტემური დამუშავება;
- მზის ენერგიის გამოყენებით წყლიდან წყალბადის მიღების ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება, ქიმიური რეაქციების მეშვეობით ნანო- და მეზოსკოპური ნაწილაკების გამოყენებით;
- ახალი სპეციალური თერმომედეგი დანაფარების მიღება (აშშ ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან პარტნიორული პროგრამა);
- მრავალფუნქციური თვისებების მქონე გალვანური დანაფარების მიღება წყალხსნარებიდან სხვადასხვა მასალაზე.
- წვის პროცესების ქიმია, ცეცხლმაქრი და ცეცხლდამცავი კომპოზიციური მასალები;