არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია
არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია შეიქმნა 1958 წელს ვალერი გოგუაძის ხელმძღვანელობით, სახელწოდებით არაორგანულ ნივთიერებათა ლაბორატორია. 1973 წლის იანვრიდან გარდამავალ ლითონთა კომპლექსური ნაერთების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა თენგიზ ჯაშიაშვილი, ხოლო 1976 წლიდან სუფთა არაორგანული ნაერთების ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად.
1985 წლიდან სუფთა არაორგანულ ნაერთთა ლაბორატორიას ხელმძღვანელობა აკადემიკოსი გივი ცინცაძე. ლაბორატორიამ შეიცვალა სახელწოდება დღეს მას არაორგანულ ნაერთთა ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია ეწოდება.
200..... წლიდან ლაბორატორიას სახელწოდებით კოორდინაციული და კომპიუტერული ქიმიის ლაბორატორია, სათავეში უდგას ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე.
ლაბორატორიის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: კოორდინაციული ქიმია და კომპიუტერული ქიმია, ხოლო თემა სხვადასხვა ლიგანდიანი და სხვადასხვა ლითონთა შემცველი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების კვლევა.
კოორდინაციული ქიმია — თემა: ლითონების (ბიოლითონების) კოორდინაციული ნაერთები, რომლებიც შეიცავენ:
ა) პირიდინკარბონმჟავათა ჰიდრაზიდების, ალიფატური რიგის ალდეჰიდების ჰიდრაზონების და ამინოპირიდინების იზომერებსა და მათ წარმოებულებს;ბ) პირიდინკარბონმჟავათა ჰიდრაზიდების, ციკლური ალდეჰიდების და ჰიდრაზონებს და პიკოლინ-, ნიკოტინ- და იზონიკოტინამიდებს და მათ წარმოებულებს;
მიზანი: 1) მონოლიგანდიანი ჰიდრაზონოკომპლექსების და ამინების ურთიერთქმედების შედეგად მიღებული ნაერთების კვლევა;2) მონობირთვიანი ამინოკომპლექსებისა და ჰიდრაზონების ურთიერთქმედების შედეგად მიღებული ნაერთების კვლევა;3) შერეულლიგანდიანი ჰიდრაზინო–ამინოკომპლექსების სინთეზი და კვლევა;4) შერეულლიგანდიანი ჰიდრაზინო–ამიდოკომპლექსების სინთეზი და კვლევა;5) შერეულლიგანდიანი ამიდო–ამინოკომპლექსების სინთეზი და კვლევა.
შედეგი: ბიოლოგიურად აქტიური ლითონების (ბიოლითონების) ზემოთ ჩამოთვლილი კოორდინაციული ნაერთების გამოყენების სფეროს დადგენა;კვლევის მეთოდები: ქიმიური ანალიზი, სპექტროსკოპული (ინფრაწითელი, ელექტრონული), თერმოგრაფული, რენტგენოგრაფული, ანტიტუბერკულოზური, ანტიბაქტერიციდული.
კომპიუტერული ქიმია — თემა: კვანტურ-ქიმიური გათვლების მეთოდების გამოყენება ამიდების, ამინების და ჰიდრაზონების ბიციკლური ბისშარდოვანების (ფსიქოტროპული პრეპარატების) გამოსათვლელად.
მიზანი: 1)კვანტურ-ქიმიური ნახევრადემპირიული AM-1 მეთოდის გამოყენებით წარმოქმნის სითბოს, დიპოლური მომენტის, ატომებზე ეფექტური მუხტის, ატომებზე ელექტრონული სიმკვრივის, ატომურ ორბიტალებზე ელექტრონების განაწილების გამოთვლა გაზურ ფაზაში და სხვადასხვა გამხსნელებში (წყალი, ეთანოლი, აცეტონი, დიმეთილფორმამიდი, დიმეთილსულფოქსიდი, ჰექსანი).2) სიმკვრივის ფუნქციონალის თეორიის (სფთ) კვანტურ-ქიმიური მეთოდის ფარგლებში სხვადასხვა ფუნქციონალების და ბაზისების გამოყენებით მოლეკულების ელექტრონული სტრუქტურის, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ინფრაწითელი და რამან სპექტრების გამოთვლა. გამოთვლილი და ექსპერიმენტული მონაცემების შედარების შედეგად ფუნქციონალის და ბაზისის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის დადგენა.შედეგი: გამოთვლების შედეგების საფუძველზე გაკეთებული იქნება დასკვნები ლიგანდთან ლითონების კომპლექსური ნაერთების სინთეზის ხელშემწყობი პირობების და მათი აღნაგობის შესახებ.
ლაბორატორიაში 9 თანამშრომელია:
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი: | ქ.მ.დ., პროფ. მ.ცინცაძე |
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი: | ქ.მ.კ., დ.ლოჩოშვილი |
მეცნიერ თანამშრომლები: | ქ.მ.კ., მ.კერესელიძე |
ქ.მ.კ., ლ.სხირტლაძე | |
ქ.მ.კ., ნ.გეგეშიძე | |
ქ.მ.კ., ნ.კილასონია | |
ინჟინერი: | ს.ჭიჭინაძე |
ლაბორანტი: | ვ.ტურაშვილი |
თ.ლეჟავა |
ლაბოპრატორიის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 45-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო, 11 დამხმარე სახელმძღვანელო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა; მოხსენებულია კონფერენციაზე და მიღებულია საავტორო მოწმობა.