ლ.ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორია
ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
დოქტორი თემურ ჩახუნაშვილი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
temurchakhunashvili@yahoo.com
ოფისი: 313
ლაბორატორიაში მუშავდება დენის ქიმიურ წყაროებთან და აგრეთვე სხვა პროცესებთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა საქართველოს მანგანუმშემცველი ნედლეულიდან ემდ-ისა და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქციის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება და სრულყოფა (ხელმძღვანელი ტ.მ.კ. თ.ჩახუნაშვილი), ყველაზე ენერგოტევადი დენის ქიმიური წყაროების – ლითიუმ-იონური აკუმულატორებისათვის პერსპექტიული საკათოდე მასალების დამუშავება (ხელმძღვანელი ქ.მ.დ. ე.ქაჩიბაია), ფხვნილოვანი ემდ-ისა და მეტალთა ფხვნილების მიღება ელექტროქიმიური მეთოდით და ელექტროქიმიური კონდენსატორების დამუშავება (ხელმძღვანელი ქ.მ.კ., გ.ცაგარელი), ახალი თაობის ნახშირბადული მასალების გამოყენება ელექტროდებად მანგანუმის დიოქსიდის ელექტროსინთეზში და დენგამტარ დანამატად მანგანუმ-თუთიის სისტემის დენის ქიმიურ წყაროებში (ხელმძღვანელი, ტ.მ.კ. ჟ.ქებაძე), ფერადი ლითონების შემცველი ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიის დამუშავება ძვირადღირებული კომპონენტების ამოღებით (ხელმღვანელი ტ.მ.კ რ.დუნდუა), სამრეწველო და კარიერული წყლების ელექტროლიზური გაწმენდა სპილენძის იონებისაგან ნახშირბადოვანი მასალების გამოყენებით (ხელმძღვანელი ტ.მ.კ. ც.გაგნიძე).