კატალიზის ლაბორატორია
რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კატალიზის ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1961 წელს გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის ბაზაზე. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი იყო ტ.მ.დ., პროფესორი ვლადიმერ ჩაგუნავა. ლაბორატორიის მუშაობის სამეცნიერო მიმართულებაა: აირგამწმენდი და ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესებისათვის ოქსიდურ-მანგანუმიანი კატალიზატორების დამუშავება და მათი მომზადების ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლების შესწავლა. 1974 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელია ტ.მ.კ., მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებასა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვიტალი ბახტაძე.
ლაბორატორიაში ირიცხება 6 თანამშრომელი. მათ შორის
1 - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
2 - უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი
2 – მეცნიერ-თანამშრომელი
1 - ინჟინერი
ლაბორატორიას გააჩნია:
- თერმული ანალიზების ჩასატარებლად Q-1000 მარკის დერივატოგრაფი;
- კატალიზატორების აქტივობისა და ეფექტურობის დასადგენად გამდინარე საცირკულაციო დანადგარი;
- აირების ანალიზისათვის ქრომატოგრაფები;
- კატალიზატორების საცდელი ნიმუშების დასამზადებლად მაღალტემპერატურული ღუმელები და სხვა საჭირო ინვენტარი;
კატალიზის ლაბორატორიაში დამუშავებული MnOx; Mn–Pd; 4Mn-Co; Pd და Pt შემცველი კატალიზატორები დაინერგა სხვადასხვა პროცესებში:
- კოქსის აირის გოგირდნაერთებისაგან გაწმენდა (1957–60 წ.წ., რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანა).
- აირადი აზოტის ჟანგბადისაგან გაწმენდა (1965 წელი, რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანა);
- ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირების CO-სა და ნახშირწყალბადებისაგან გაწმენდა (ქ.ქ. მოსკოვი, რიგა, თბილისი, რუსთავი, -ავტოსატრანსპორტო მეურნეობები, 1980–90 წ.წ.)
- ფენოლის ციკლოჰექსანონამდე ერთსტადიური ჰიდრირება (1984 – 86 წ.წ., რუსთავის ს/გ "აზოტი").
- კატალიზატორებზე მონაცემები შეტალილია მონაცემთა ბანკში და ცნობარებში.
კატალიზის ლაბორატორიის თანამშრომელთა სამეცნიერო-ორგანიზაციული მონაწილეობით ჩატარდა "აირების კატალიზური გაწმენდის" მე-5 საკავშირო კონფერენცია ქ. თბილისი, 1989 წელი.
1914–15 წ.წ. კატალიზის ლაბორატორია მონაწილეობდა საგრანტო პროექტის "წყალბადის მიღება მემბრანულ რეაქტორებში ახალი თაობის კატალიზატორებით" შესრულებაში, იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტთან ერთად.