ჯ.ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია
არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე 1971 წელს, იმ დროს ახალგაზრდა და შემდგომში მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის, საქ. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, ბატონ ჯონდო ჯაფარიძის თაოსნობით ჩამოყალიბდა არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია. ბატონი ჯონდო ჯაფარიძის მიერ შექმნილმა ლაბორატორიამ საფუძველი ჩაუყარა თეორიულ ელექტროქიმიაში ფუნდამენტურ კვლევებს საქართველოში. არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორიაში ათეული წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა თეორიული ელექტროქიმიის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ელექტროქიმიური კინეტიკის, ორგანული და არაორგანული ნაწილაკების ადსორბციისა და ორმაგი ელექტრული შრის აღნაგობის კანონზომიერებანი სხვადასხვა გამხსნელებში; პირველად იქნა დადასტურებული გუი-ჩაპმანისა და დამასკინ-ფრუმკინის წყალხსნარებისათვის შექმნილი რაოდენობრივი თეორიის სამართლიანობა არაწყალ-ხსნარებისათვის გამხსნელის მოლეკულების ასოციაციის გათვალისწინებით; ნაჩვენები იქნა, რომ წყალბადის იონის განმუხტვისას უბარიერო უბანში აქტივაციის რეალური ენერგია არ არის დამოკიდებული გამხსნელის ბუნებაზე; შესწავლილი იქნა პროტონულ გამხსნელებში არაორგანულ და ორგანულ ლიგანდებიანი კომპლექსური ნაერთების მონაწილეობით მიმდინარე პროცესების კინეტიკა და ა.შ. მიღებული შედეგები შეტანილია საერთაშორისო მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. 2001 წელს ჯ.ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამუშაოთა ციკლს, მიძღვნილს ელექტროქიმიური სისტემების ელექტრომაგნიტური გამოსხივებისადმი, მიენიჭა პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. აქტიური საერთაშორისო მოღვაწეობისა და ელექტროქიმიურ სფეროში ლაბორატორიის კოლექტივის მიერ ჩატარებული კვლევების მნიშვნელობის მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ ლაბორატორიას გრძელვადიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ ამ დარგში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები: რუსეთიდან - ა.ფრუმკინი, ვ.კაზარინოვი, ო.პეტრი, ლ.კრიშტალიკი; ინგლისიდან - რ.პარსონსი; იტალიიდან - ს.ტრასატი; სერბიიდან - ა.დესპიჩი; ლატვიიდან - ი.სტრადინი; იაპონიიდან - რ.სარუიამა; დანიიდან - ი.ულსტრუპი და სხვები.
ბატონი ჯონდო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩვენს ლაბორატორიაში დაცული იქნა 6 სადოქტორო და 20 საკანდიდატო დისერტაცია.
ლაბორატორიაში პირველად შემუშავებული იქნა როგორც გულ-სისხლძარღვთა, ასევე ფსიქოტროპული მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატების პოლაროგრაფიული განსაზღვრის მეთოდიკები და ადსორბციული მახასიათებლები როგორც სხვადასხვა წამალფორმებში, ასევე ბიოლოგიურ სითხეებში. აღნიშნულზე მიღებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ გაცემული პატენტები.
ამჟამად არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ქიმ. მეცნ. დოქტორი თამარ ჭელიძე. ლაბორატორია წარმატებით თანამშრომლობს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან, სამედიცინო და აგრარულ უნივერსიტეტებთან. კვლევები მიმდინარეობს ორი მიმართულებით: 1. მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატების ანდა მათში შემავალი კომპონენტების ელექტროქიმიური ქცევის შესწავლა მათი ადსორბციული უნარის დასადგენად, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პრეპარატის ეფექტურობა (თემაზე პასუხისმგებელი - აკადემიური დოქტორი ი.გურგენიძე); 2. გარემოს დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა ცოცხალი ორგანიზმის (ადამიანის, ცხოველისა და მცენარის) ბიოლოგიური მასალის ანალიზის საშუალებით, კერძოდ ზოგიერთი ტოქსიკური მიკროელემენტის რაოდენობრივი განსაზღვრა (თემაზე პასუხისმგებელი - აკადემიური დოქტორი ლ.ენუქიძე).
ლაბორატორიაში არის 6 თანამშრომელი, აქედან 1 - მთავარი, 3 - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1- მეცნიერი თანამშრომელი, 1- ლაბორანტი.

ლაბორატორიაში არსებული ძირითადი დანადგარები:
- ცვლადი დენის ბოგირი (ერთადერთი საქართველოში)
- უნივერსალური პოლაროგრაფი ПУ-1
- პოლაროგრაფი OH-105
- იმპულსური პოტენციოსტატი პროგრამატორით ПИ-50-1
- კულონომეტრი 404
- კლიმატური კამერა 362651