2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა AR-18-750 გრანტის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პროექტის ძირითადი და დამხმარე შემსრულებელთა ტრენინგ/სემინარი: ეკოლოგიური კატალიზი და გარემოს დაცვის საკითხები.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ვიტალი ბახტაძემ ვრცლად მიმოიხილა კატალიზური მეთოდების როლი და მნიშვნელობა გარემოს დაცვის საკითხებში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დიდ ქალაქებში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირებით გარემოს დაბინძურების საკითხს.აღინიშნა ავტომობილების გამონაბოლქვი აირების გაუვნებებლობისათვის კატალიზური მეთოდების გამოყენების აუცილებლობა, რათა მოხდეს მავნე აირების შემცველობის შემცირება და დაახლოება ევროსტანდარტებთან.