სემინარზე ლაბორატორიის ხელმძღვანელის შუქრი ჯაფარიძის გამოსცლაში აღნიშნული იყო, რომ ლაბორატორიის ძირითადი დანიშნულებაა ინსტიტუტში არსებული ყველა სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე საბიუჯეტო და საგრანტო სამუშაოებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებების შესაბამისად სხვა დაწესებულებებისათვისაც, ადგილობრივი მადნების, კონცენტრატების, შლამების, ახლად სინთეზირებული ნივთიერებებისათვის ფიზიკურ - ქიმიური ანალიზის ჩატარება და მიღებული შედეგების განსჯა. ბოლო ათწლეულია ლაბორატორიაში მიმდინარეობს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებიც, რომლებიც ეკოლოგიის და აგრო-ეკოტოქსიკოლოგიის მიმართულებას მიეკუთვნება.
განსაკუთრებული ყურადღება გამოსვლაში დაეთმო ანალიზის ქიმიურ და ფიზიკურ მეთოდებს, მათი შესრულებისათვის არსებულ ხელსაწყო-დანადგარების მდგომარეობას, არსებულ პრობლემებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ ლაბორატორიაში კლასიკური ქიმიური მეთოდებით ხდება შემდეგი ელემენტების რაოდენობრივი ანალიზი: Cu, Ca, Zn, Cd, Al, Ti, Pb, Sn, As, N, Sb, S, Cr, Mo, Cl, Mn, Fe, Ni, Co და სხვა (გაზომვის მგძნობიარობა გამოყენებული მეთოდების მიხედვით იცვლება დაახლოებით 10-2±0,01% -ის ფარგლებში). ნიმუშებში საკვლევი ელემენტების შედარებით მცირე კონცენტრაციების დროს კი გამოიყენება ანალიზის ფიზიკური მეთოდები: პოლაროგრაფია, ფოტოკოლორიმეტრია, სპექტრომეტრია. ნივთიერებათა სტრუქტურისა და თვისებების დასადგენად - რენტგენოგრაფია (რენტგენო-ფაზური ანალიზი), დერივატოგრაფია. ლაბორატორიის გამგემ აღნიშნა, რომ ყველა არსებულ ხელსაწყოზე საანალიზო ნიმუშებში დაახლოებით 10-6 გ/ლ კონცენტრაციის მქონე ელემენტების რაოდენობრივი განსაზღვრა. შემდეგ ცალცალკე იქნა განხილული ყველა ხელსაწყოს შესაძლებლობები:
- ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე (С–115, საქართველო) სრულდება სხვადასხვა ელემენტის (Fe, Cu, Mn, Zn, Ni, და სხვა, შესაბამისი ნათურების არსებობის შემთხვევაში).
- ახალ ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე (AAnalyst 200 - Perkin Elmer) ისაზღვრება ხსნარში 70-მდე ელემენტი შესაბამისი ნათურების არსებობის შემთხვევაში. ჩვენთან იზომება (Mn, Cd, Cu, Fe, Pb, Zn, Au, Ag).
- პოლაროგრაფული მეთოდით (უნივერსალური პოლაროგრაფი OH-105, უნგრეთი) ნიმუშებში სხვადსხვა კათიონების რაოდენობრივი განსაზღვრა: Zn, Cu, Cd, Pb და სხვა.
- ფოტოკოლორიმეტრული მეთოდით ( ფოტოელექტრონული კალორიმეტრი КФК -2МП, რუსეთი) ხდება სხვადასხვა მეტალების რაოდენობრივი განსაზღვრა: Fe, Ni, Cu, Bi და სხვა.
- ახალი რენტგენო-ფლუორესცენციული სპექტრომეტრი ( EDX 36OOH ALLOY ANALYSER, Skyray Instrument) გამოიყენება მყარი ნივთიერებების ანალიზისათვის ამ ნაერთების ხსნარში გადაყვანის გარეშე. სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია ლითონთა შენადნობების, ძვირფასი ლითონების, RONS - მომწამვლელი ნაერთების ელემენტების (Hg, Pb, Cd, და 2-3 ორგ.ნივთ.), მინერალების და სხვა სახის ელემენტარული ანალიზის ჩატარება, აგრეთვე ზოგიერთი ლითონით დაფარული ფენის სისქის განსაზღვრა. მინიმალური აღმოჩენის ზღვარი მინერალების შემთხვევაში 10-3%, ხოლო RONS - ელემენტების შემთხვევაში 10-4%.
- ახალი ინფრაწითელი სპექტროსკოპი (TENSOR II BRUKER) გამოიყენება ნივთიერებების აღნაგობის შესასწავლად, მასში ფუნქციონალური ჯგუფების აღმოსაჩენად, ცნობილი და უცნობი ნივთიერების იდენტობის დასადგენად, მოლეკულათშორისი და შიდამოლეკულური ურთიერთქმედებების დასადგენად, წყალბადური ბმების აღმოსაჩენად და სხვა.
- დერივატოგრაფის გამოყენებით (Q1500D -უნგრეთი) ხორციელდება თერმოგრავიმეტრული გაზომვები. კერძოდ, დგინდება მყარ ნიმუშებში ტენის და სხვადასხვა აქროლადი კომპონენტების (CO2, SO2, ორგანული მინარევების და სხვა) შემცველობა.
- დენის წყაროების ლაბორატორიიდან 2019 წლის აპრილში ჩვენ ლაბორატორიაში გადმოვიტანეთ სპექტროფოტომეტრი (СФ-26, რუსეთი), რომელიც გამოიყენება ხსნარებისა და მყარი ნიმუშების ოპტიკური სიმკვრივის გასაზომად სპექტრის ხილულ და ახლო ინფრაწიტელ უბანში. (ათვისებული ჯერ არ არის).
- დიფრაქციული რენტგენოგრაფის ( ДРОН–3М - რუსეთი) გამოყენებით ტარდება მყარი ნიმუშების ფაზური შემადგენლობის განსაზღვრა, ინდივიდუალური ნაერთების სტრუქტურის, კრისტალური მესრის პარამეტრების და მყარი ნაწილაკების ზომის მიახლოებითი განსაზღვრა.
ლაბორატორიაში არსებული ძველი ხელსაწყო დანადგარები ხანგძლივი ექსპლუატაციის გამო საჭიროებენ ხშირ შეკეთებას. დიდი ხანია დიფრაქციული რენტგენოგრაფი ( ДРОН–3М - რუსეთი) ამორტიზირებულია და ხშირად გამოდის მწყრობიდან. ამჟამად მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ წლების წინ თანამშრომლის მიერ სხვადასხვა გზით ნაშოვნი რენტგენის გამოსხივების სპილენძის მილაკებიდან დარჩა მხოლოდ ერთი (მწყობრიდან გამოვიდნენ გაუფრთხილებლად წყლის გამორთვის გამო და საერთოდ ხანგძლივი მუშაობის შედეგად). ამ მილაკების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დიფრაქციულ რენტგენოგრაფზე კვლევების ჩატარება შეუძლებელი იქნება, რადგანაც ამ მილაკების შოვნა საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. ლაბორატორიის გამგის აზრით აუცილებლად საჭიროა რენტგენის გამოსხივების სპილენძის მილაკების შეძენა კვლევების გასაგრძელებლად და მიუხედავად სიძვირისა ახალი რენტგენოგრაფის შეძენა.