დოქტორ პაულა ფრაგა გარსიას ვიზიტი თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში
2025 წლის 8 ოქტომბერს თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტმა მასპინძლობა გაუწია დოქტორ პაულა ფრაგა გარსიას, რომელიც წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ბიოსეპარაციის ინჟინერიის კათედრას. ვიზიტი განხორციელდა პროექტის ფარგლებში — „ვერცხლშემცველი ჰუმინის მჟავებზე დაფუძნებული ბიონანოკომპოზიტები, როგორც ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო აგენტები“, რომლის ხელმძღვანელია დოქტორი სპარტაკ ხუციშვილი, ხოლო დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ვიზიტის […]







