ინსტიტუტის მისია
ინსტიტუტის მისიაა არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის დარგში ახალი ტექნოლოგიებისთვის სამეცნიერო ფუნდამენტის უზრუნველყოფა. კვლევების სტრატეგიული ფოკუსი მიმართულია არაორგანულ ქიმიაში და ელექტროქიმიაში კვლევებისკენ მდგრადი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის. ინსტიტუტი წარმოადგენს საკვანძო კვლევით ცენტრს მდგრად, დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასასვლელად, რომელიც ამუშავებს ამოცანებს განახლებადი ენერგიის ეფექტური წარმოება - შენახვიდან ახალ ეკოლოგიურ ქიმიურ წარმოებებამდე.
ინსტიტუტის პრიორიტეტული მიმართულებები დაბალანსებულია გლობალურ ტრენდებს, ეროვნულ ინტერესებს და საკუთარ გამოცდილებას (ექპერტიზას) შორის. პრიორიტეტების არჩევის კრიტერიუმებია: უნიკალური კომპეტენციის სპეციალისტების კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობის არსებობა; ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა (უნიკალური კვლევითი ხელსაწყოების, დანადგარების, მოწყობილობების და ლაბორატორიების არსებობა და ახლის შექმნის შესაძლებლობა).
ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტებია:
- ახალი თაობის ენერგეტიკა: წყალბადის ენერგეტიკა; ახალი ტიპის ბატარეები და აკუმულატორები;
- ციკლური (მწვანე) ეკონომიკის ტექნოლოგიები: რეციკლინგის ტექნოლოგიები; ეკოსისტემების მონიტორინგი და აღდგენა.
- ფუნდამენტური თეორიული საფუძლების კვლევები: მუხტის და ენერგიის გადატანის და ფოტოგადატანის შესწავლა არარეგულარულ კონდენსირებულ სისტემებში (ელექტროლიტებში და ელექტროლიტი/მყარი სხეულის ინტერფეისზე)
მთავარი გამჭოლი ამოცანები:
- სრული ინოვაციური ციკლის განხორციელება: მასალის სინთეზის იდეიდან - უჯრედის/მოწყობილობის პროტოტიპისკენ - რეალურ პირობებში შემოწმებისკენ (ერთობლივად ინდუსტრიულ პარტნიორებთან);
- უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება;
- კადრები და სწავლება: ელექტროქიმიკოსების ახალი თაობის მომზადება, რომლებიც ფლობენ დისციპლინათშორის ცოდნას;