მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოგვაწოდა ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტოდან (Education Development Agency of Latvia) მიღებული ინფორმაცია ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიების შესახებ 2026/2027 აკადემიური წლისთვის.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლის განმავლობაში სწავლის დაფინანსებას;
ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – 500 ევრო, ხანგრძლივობა 10 თვე;
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – 600 ევრო, ხანგრძლივობა 10 თვე;
დოქტორანტებისთვის – 700 ევრო, ხანგრძლივობა 11 თვე.
განაცხადებების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ ბმულზე:
https://scholarships.viaa.gov.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დანართის სახით, აგრეთვე ვებგვერდზე:
https://www.studyinlatvia.lv/
ფაილების გადმოწერა
L -Summer schools LV_2026.pdf
ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიები 20262027აკადემიური წლისათვის.pdf
Latvian – State Scholarships for studies_2026.pdf