Important projects
ONGOING PROJECTS
ინფორმაცია მალე განახლდება.
Projects implemented in collaboration with industry partners
გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულების პროექტების შესახებ თსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში
საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში:უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაოთა ციკლი: „პლასტმასებისა და ცელულოზის შემცველი ნარჩენების (თხილისა და კაკლის ნაჭუჭი, ნექტარინისა და ატმის კურკები, ხის ნახერხი და ა.შ.) თერმოქიმიური კონვერსიით განვითარებული ზედაპირის მქონე სორბენტების მიღება ნახშირბადოვანი ფხვნილოვანი მასალების სახით და მათი აპლიკაციები: ა) სორბენტებად - სასმელი და ჩამდინარე წყლების მძიმე მეტალების იონებისა და ფარმაცევტული ნარჩენებისაგან გასასუფთავებლად; ბ) დოპინგებად - კომპოზიციური ელექტროქიმიური დანაფარების მიღებისთვის“.
2022-2023 წლებში დადგენილი იქნა ზემოთ აღნიშნული ნახშირბადოვანი მასალების სელექტურობა მძიმე ლითონების, კერძოდ, Pb++, Cu++, Fe++, Co++, Cd++ - იონებისა და წყალში ხსნადი ანტიბიოტიკების მიმართ.
ამ მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2024 წლის საუკეთესო პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილია პროექტი: #GE0009: „Development of sorbents for capturing carbon dioxide and catalysts for its utilization by methane into syngas“.
საერთაშორისო კერძო დაკვეთები:2021–2022 წლებში ინსტიტუტში განხორციელდა სამუშაო საერთაშორისო ორგანიზაცია Neos Group, Inc. - EMEA located at Loft Offices Building 2, Suite 204, Dubai Media City, Dubai, United Arab Emirates -ის დაკვეთით, მათი პროექტის: Research and development project in areas of utilizing green hydrogen technology for electricity generation, storage, transportation and distribution („მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში“), [კონტრაქტების ნომრები: NS-HYDR-2107, NS-HYDR-2108, NS-HYDR-2109].
2023 წელს ამ სამუშაოს გაგრძელება მოხდა ინსტიტუტის წლიურ გეგმაში მისი შეტანით და იგი გაგრძელდება 2024 წელსაც. მიზანია შემუშავებული ტექნოლოგიის პატენტუნარიანობის მიღწევა.
კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებასა და სუფთა ენერგიის გამომუშავებაში ოპერირებადი კანადური კომპანიის Planetary Technology Inc.-ის დაკვეთით დაფინანსდა პროექტი: „ზღვის წყალში ტუტიანობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტროქიმიური ტექნოლოგიის გამოყენებით“ (ხელშეკრულება № 2023-01, 01.05.2023).