IICE Slider 1
IICE Slider 2

TSU R.Agladze Institute of Inorganic Chemistry and Electrochemistry

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

კვლევითი პროექტების განხორციელებისათვის თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექრტროქიმიის ინსტიტუტი თავაზობს შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამეცნიერო ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის სახით.

მაღალი სიზუსტის რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი EDX 3600H Mining Analyzer

ხელსაწყო გამოიყენება მყარი ნივთიერებების ელემენტური ანალიზისთვის ამ ნივთიერების ხსნარში გადაყვანის გარეშე. პროგრამული ოფციები: პროგრამა ელემენტების სრული დიაპაზონისათვის Na-დან (ნატრიუმიდან) U-მდე (ურანამდე); RoHS სტანდარტის აპლიკაციის დამატების საშუალება; მინერალების ანალიზის დამატებითი პროგრამა; დაფარვის სისქის გამზომი აპლიკაციის დამატების საშუალება; ვირტუალური და მანუალური კალიბრაციის საშუალება ყველა თავსებადი აპლიკაციისათვის.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115

ტრინოკულარული მიკროსკოპი Amscope T690C-PL10m (HOLLAND)

მიკროსკოპი გამჭოლი სხივით გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე მასალებისთვის.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216

ტრინოკულარული მეტალურგიული მიკროსკოპი Euromex ME 2660 and ME 2665 ციფრული კამერით (1/2.5 CMOC sensoriT Euromex DC 5000c)

მიკროსკოპი გამჭოლი სხივით გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე მასალებისთვის.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216

ციფრული pH - მეტრი Auxilab Digital - meter model 907

ხელსაწყო პოტენციომეტრული მეთოდით მანგანუმის განსასაზღვრად.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 106

სპექტროფოტომეტრი auxilab zuzi speqtometer 4201/50

სპექტროფოტომეტრი Zuzi მოდელი 4201/50 წარმოადგენს უნივერსალურ ხელსაწყოს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ზუსტი თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი ულტრაიისფერ სპექტრში.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216

ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი ANALYST 200-1004 TAM / AAS-200 - Perkin Elmer

ხელსაწყო გამოიყენება ნებისმიერი ტექნიკურ ან ბუნებრივი ობიექტის ელემენტური ანალიზისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროა ელემენტის მცირე შემცველობის განსაზღვრა (აღმოჩენის ქვედა ზღვარი- 10-5 - 10-6 მგ/ლ). ხელსაწყოზე შეიძლება განისაზღვროს 70-მდე ელემენტი (შესაბამისი ნათურებით აღჭურვის შემთხვევაში) სხვადასხვა წარმოშობის ნივთიერებებში: მადნებში, ლითონებში, შენადნობებში, ნიადაგში, სასუქებში, მცენარეებში და სხვა აგროქიმიურ მასალებში. ხელსაწყო შეოძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კლინიკურ და ბიოლოგიურ ანალიზებშიც (სისხლი, პლაზმა). ხელსაწყო გამოიყენება უპირეტესად მიკრო მონარევების განსასაზღვრავად, მაგრამ, მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებში ელემენტების მაღალი კონცენტრაციის შემცველობის დროსაც. ხელსაწყო აღჭურვილია კომპიუტერული მართვის სისტემით, ატომიზაციისათვის გამოყენებულია აცეტილენი.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115

ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი С-115

დანადგარი გამოიყენება ხსნარებში მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების თანაბარი განაწილებისათვის (ჰომოგენიზაციიისათვის).
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 115

ულტრაბგერითი რხევების დისპერგატორი Dowellultrasonic dw s20-2000

დანადგარი გამოიყენება ხსნარებში მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების თანაბარი განაწილებისათვის (ჰომოგენიზაციიისათვის).
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 216

STA 2500 Regulus. Simultaneous Thermal Analysis

თერმული ანალიზატორი მაღალი გარჩევადობის მონიტორით.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 116

კოროზიის გამზომი უჯრედი ეტალონური ელექტროდებით

უჯრედი გამოიყენება ლითონთა კოროზიისა და სხვა ელექტროქიმიური პროცესების შესასწავლად.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 207

პოტენციოსტატი - ელექტროქიმიური ანალიზატორი ch instruments CHI 660F , CHI 1140

პოტენციოსტატი - ციკლური და ხაზობრივი ვოლტამპერომეტრიული გაზომვები, ღია წრედის პოტენციალის გაზომვა, ქრონოპოტენციომეტრია, ქრონოამპერომეტრია.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 207 / ოთახი 307

დერივატოფგრაფი- Derivatograph-Q 1500D C15

ხელსაწყო გამოიყენება თერმიული (DTA) და თერმოგრავიმეტრული (DTG) ანალიზისთვის. იგი ზომავს ერთდროულად ტემპერატურას (T), მასის ცვლილებას (TG), მასის ცვლილების სიჩქარეს (DTG) და სითბოშემცველობის ცვლილებას (DTA). ხელსაწყოზე მიღებული დერევატოგრამის მიხედვით, შესაძლებელია ნივთიერებათა ნარევებში მიმდინარე პროცესების შესწავლა ნიმუშის გახურევისას 20 - 1000÷1500C ტემპერატორულ ინტერვალში, ამ პროცესების თერმიული ეფექტის განსაზღვრა. ხელსაწყო იძლევა აგრეთვე ჰიგროსკოპული და საკრისტალიზაციო წყლის განსაზღვრის საშუალებას ნიმუშში.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 116

სინჯის დაშლის მიკროტალღური სისტემა Microwave Digestion System MDS-6G

გამოიყენება მყარი ნიმუშების ხსნარში გადასაყვანად ატომურ აბსორბციული სპექტრული ანალიზისათვის. მიკროტალღური გადამამუშავებელი ხელსაწყო MDS-6G გამოიყენება ერთდროულად რამოდენიმე ნივთიერების ხსნარის დასამზადებლად. ხელსაწყო ამცირებს ხსნარების მომზადების დროს, აადვილებს ძნელად ხსნადი ნივთიერებების გახსნას და ზოგავს გამხსნელის ხარჯს.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 106

ინფრა-წითელი სპექტროფოტომეტრი Tensor II - Bruker FT-IR spectrometer TENZOR II

ხელსაწყო გამოიყენება ნივთიერების აღნაგობის შესასწავლად, მასში ფუნქციონალური ჯგუფების აღმოსაჩენად, ცნობილი და უცნობი ნივთიერების იდენტობის დასადგენად, აგრეთვე სუფთა ნივთიერებაში მინარევების აღმოსაჩენად. მოლეკულათშორისი და შიდამოლეკულური ურთიერთქმედების დასადგენად, წყალბადური ბმის აღმოსაჩენად და სხვა.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 106

რენტგენული დიფრაქტომეტრი ДРОН- 3М

ხელსაწყო გამოიყენება კრისტალური ნივთიერებების (მყარი ფხვნილების) შესწავლისთვის, მათში შემავალი ინდივიდუალური ნივთიერებების იდენტიფიკაციისათვის და ნივთიერებათა კრისტალოგრაფიული მახასიათებლების დასადგენად. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მიღებული რენტგენოგრამის ანალოგი არ იძებნება სტანდარტული რენტგენოგრამების ცნობარებში, ახალი ნივთიერების რენტგენოგრამები მათი სერიულობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ ნივთიერების ე.წ. „პასპორტად“ მათი შემდგომი ამოცნობისთვის. ხელსაწყოზე მიღებული რენტგენოგრამები იძლევა აგრეთვე კრისტალური ნივთიერებების დისპერსულობის ხარისხის შეფასების საშუალებას.
ლაბორატორიული კორპუსი, ოთახი 113

Micromeritics Gemini VII 2390T

არის მაღალგანვითარებული ზედაპირის ფართობის ანალიზატორი, რომელიც ცნობილია თავისი სიჩქარით, სიზუსტითა და საიმედოობით. Gemini VII 2390T მოდელის საშუალებით შესაძლებელია მყარი მასალების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების, კერძდ BET და Langmuir ზედაპირების, მიკროფორების ფართობებისა და მოცულობების განსაზღვრა, ასევე, ადსორბცია-დესორბციის იზოთერმისა და ფორების ზომის განაწილების სრული გაზომვები, აზოტის კაპილარული კონდენსაციის მეთოდით.
....