თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
ხელმძღვანელი
ირინა გურგენიძე

 (არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორიის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისას დაგროვილი
ცოდნის ბაზაზე) აქვს დიდი გამოცდილება პოლაროგრაფიულად, დიფერენციალურ-
იმპულსური მეთოდის გამოყენებით, განსაზღვროს ესენციალური მიკროელემენტები:
სპილენძი (Cu), თუთია (Zn) და ძლიერ ტოქსიკურ ელემენტები: ტყვია (Pb) და კადმიუმი
(Cd) – კვების პროდუქტებში და მათ ნედლეულში, ადამიანის თმაში და ცხოველურ
ბეწვში, მცენარეებში და სხვა ბიოლოგიურ მასალაში. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია,
რათა შესაბამისი ინტოქსიკაციის დროს მოხდეს დეტოქსიკაციის მეთოდების მოძიება.
განყოფილება სინთეზური და ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე ახორციელებს
კვლევებს ლითონების ნანოკომპოზიტების შემუშავებაზე; კერძოდ, ბუნებრივი
პოლიმერების საფუძველზე შემუშავებული ძვირფასი ლითონების (ვერცხლი, ოქრო)
ნანონაწილაკების შემცველი მასალების სინთეზსა და, შემდგომ, მათი თვისებების
დადგენა და ფარმაციაში გამოყენების პერსპექტივების კუთხით.
განყოფილებაში მიმდინარეობს მუშაობა:
 ანტიპარაზიტული მოქმედების მქონე პრეპარატის სინთეზზე; ანტიჰელმინთური
(ჭიების წინააღმდეგ) მოქმედი ბენზიმიდაზოლის წარმოებული, ალბენდაზოლის
საფუძველზე დამზადებული ნანოკომპოზიტების მიმართულებით.

გარემოსდაცვითი მიმართულებით განყოფილება მუშაობს ბუნებრივი და ჩამდინარე
წყლების ტოქსიკური ორგანული მინარევებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური
ტექნოლოგიების საფუძვლების შემუშავებასა და სასურველი საექსპლოატაციო
თვისებების (ცვეთა- და პასივაციისადმი მედეგობა, გაზრდილი ჭეშმარიტი ზედაპირი,
ელექტროკატალიზური თვისებები) მქონე საელექტროდე მასალების დახვეწაზე.
გამოყენებითი ქიმიის განყოფილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, მიჰყვეს
მსოფლიოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს (განსაკუთრებით ენერგეტიკის
სფეროში. ერთ-ერთი ასეთი სფეროა წყლის ელექტროლიზით წყალბადის
გენერაციასთან (მწვანე წყალბადი) დაკავშირებული პროექტების განვითარება)
სხვადასხვა აქტუალური პრობლემატიკის სამეცნიერო მიდგომით გადაჭრისათვის
გზების საძიებოდ.
გამოყენებითი ქიმიის სფეროში დასანერგი პროექტების თეორიული საფუძვლების
შექმნა არსებული სიმულაციური პროგრამების ათვისებით, ახალი სიმულაციური
მოდელების შექმნით და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, აგრეთვე,
აქტუალურია განყოფილების მუშაობის პროცესში.

ლაბორატორიის თანამშრომლები