უზრუნველყოფს რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის კატალიზის
(რომელიც მუშაობს CO-ს დაჟანგვის ოქსიდური კატალიზატორების ფიზიკო-
ქიმიური მახასიათებლების მოდიფიცირებასა და აირგამწმენდ ეკოლოგიურ
პროცესებში მათი გამოყენების დადგენის მიმართულებით) და არაორგანული
ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიების (რომელიც წლებია წარმატებით
მუშაობს კომპლექსური ნაერთების სინთეზის, მათი აგებულებისა და თვისებების
კვლევის მიმართულებით ) ინტეგრაციას.
განყოფილების საქმიანობა ეფუძნება იმ ძირითად პინციპებსა და მიდგომებს, რაც
კოორდინაციული ნაერთებისა და სორბციულ-კატალიზური პროცესების შესწავლის
ძირითად ფუნდამენტად მიიჩნევა.
განყოფილების ძირითად მიმართულებად განისაზღვრება სორბციული და
კატალიზური პროცესების შესწავლა.