ძირთადად ფოკუსირებულია ენერგეტიკის,
გარემოს დაცვითი და სამრეწველო ქიმიის სფეროებთან დაკავშირებული
პრობლემატიკის სამეცნიერო პროექტების შემუშავებასა და განვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავარი წიაღისეული
სიმდიდრის, მანგანუმის მადნების (ძირითადი მადნები, საწარმოო ნარჩენები)
გადამუშავებით მიღებული მაღალი სისუფთავისა და სასურველი ფიზიკო-ქიმიური
მახასიათებლების მქონე სხვადასხვა პროდუქტების (ელექტროლიზური ლითონური
მანგანუმი, ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდი, მანგანუმის მარილები)
სინთეზს, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით დენის ქიმიური წყაროების სისტემებში
(პირველადი და მეორადი ბატარეები, ელექტროქიმიური სუპერკონდენსატორები)
დასანერგად.
განყოფილებაში ვითარდება კვლევები მანგანუმშემცველი (Mn—Zn, Mn—Cu,
Mn—Zn—Cu, Mn—Co, Mn—Ni) კოროზიამედეგი და კატალიზური თვისებების მქონე
შენადნობებისა და კომპოზიციური გალვანური დანაფარების მიღების მიმართულებით.
გარემოსდაცვითი მიმართულებით განყოფილება მუშაობს ბუნებრივი და ჩამდინარე
წყლების ტოქსიკური ორგანული მინარევებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური
ტექნოლოგიების საფუძვლების შემუშავებასა და სასურველი საექსპლოატაციო
თვისებების (ცვეთა- და პასივაციისადმი მედეგობა, გაზრდილი ჭეშმარიტი ზედაპირი,
ელექტროკატალიზური თვისებები) მქონე საელექტროდე მასალების დახვეწაზე.
გამოყენებითი ქიმიის განყოფილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, მიჰყვეს
მსოფლიოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს (განსაკუთრებით ენერგეტიკის
სფეროში. ერთ-ერთი ასეთი სფეროა წყლის ელექტროლიზით წყალბადის
გენერაციასთან (მწვანე წყალბადი) დაკავშირებული პროექტების განვითარება)
სხვადასხვა აქტუალური პრობლემატიკის სამეცნიერო მიდგომით გადაჭრისათვის
გზების საძიებოდ.
გამოყენებითი ქიმიის სფეროში დასანერგი პროექტების თეორიული საფუძვლების
შექმნა არსებული სიმულაციური პროგრამების ათვისებით, ახალი სიმულაციური
მოდელების შექმნით და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, აგრეთვე,
აქტუალურია განყოფილების მუშაობის პროცესში.