მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგია
2022 წლის 8 დეკემბერს ინსტიტუტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის AR-18-281 (2019-2022 წწ) “მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება“ ფარგლებში შექმნილი საპილოტე დანადგარების, ვიდეორგოლისა და ელექტრონული ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრეები გაეცნენ ასევე გრანტის ფარგლებში შექმნილ სამეცნიერო პროდუქციას.