2025 წლის 5 ივნისს გაფორმდა შეთანხმება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფაელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს და აზერბაიჯანის ნაგიევის სახელობის კატალიზის და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტსა შორის “საერთაშორისო მწვანე წყალბადის ლაბორატორიის” შექმნის შესახებ. შეთანხმება ხელმოწერილი იქნა რაფაელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს წევრის, გრიგორ ტატიშვილის და კატალიზის და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, აკადემიკოს დილგამ ტაგიევის მიერ.
გაფორმებული შეთანხმების მიზანია მწვანე წყალბადის წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების მიმართულებით ერთობლივი კვლევების, ტექნოლოგიური ინოვაციების, აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლისთვის მრავალდარგოვანი პლატფორმის შექმნა.
შექმნილი ლაბორატორია დაეფუძნება კატალიზის და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებას – ნანოელექტროქიმია და ელექტროკატალიზის ლაბორატორია (აზერბაიჯანის მხარე) და რაფაელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებას – გამოყენებითი ქიმიის განყოფილება (საქართველო).