თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

Elsevere — benashvili

სემინარზე გაზიარებულ იქნა მონპელიეში ამა წლის მარტში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციიდან “Multifunctional Hybrid & Nanomaterials” მიღებული შთაბეჭდილებები, სადაც 49 წარმომადგენელ ქვეყანას შორის, ჩვენი ინსტიტუტის დოქტორანტს – არჩილ ბენაშვილს საქართველოს სახელით ჰქონდა წარმოდგენილი პოსტერი “Simultaneously electrogenerated manganese and cobalt oxides for potential application as electrode materials for supercapacitors”. 

სამუშაოს მიზანია ეკონომიურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტროდული მასალების დამზადება მანგანუმის და კობალტის ოქსიდებისაგან სუპერკონდენსატორებისათვის, რომლებიც უფრო ეფექტურად იმუშავებენ მათ კომერციულად ხელმისაწვდომ ალტერნატივებთან შედარებით.

MnxOy/CoxOy/C ფხვნილი მიღებულ იქნა ელექტროლიზის გზით 0.4 M MnSO, 0.4M CoSO და 0.5 M NaSO ხსნარში გრაფიტის მუშა და დამხმარე ელექტროდების გამოყენებით, ქრონოამპერომეტრიის ტექნიკის გამოყენებით. 

გრაფენის მონოფენით დაფარული ნიკელის ღრუბელი გამტარის, ხოლო PEDOT (Poly(3,4-ethylenedioxythiophene)-poly(styrenesulfonate)) კი ელექტრონების შემგროვებელ ფუნქციას ასრულებდა. მუხტი გროვდებოდა MnxOy/CoxOy/C სტრუქტურაში.

გრაფენის მონოფენიანი ნიკელის ღრუბლის მანგანუმის და კობალტის ოქსიდების და ნახშირბადის ფხვნილით სპინ-ქოუთინგის მეთოდით დაფარვის შემდეგ შევისწავლეთ ფენის მორფოლოგია და შემადგენლობა. ფხვნილის რენტგენული დიფრაქციული (XRD) ანალიზი აჩვენებს, რომ ნიმუში პრაქტიკულად ამორფულია. ნიმუშის ფლუორესცენტული რენტგენური სპექტრული ანალიზი აჩვენებს კობალტის სუსტ და მანგანუმის შედარებით ძლიერ გამოსხივებას. ნიმუშის ენერგოდისპერსიული სპექტროსკოპიის (EDS) ანალიზი აჩვენებს ჟანგბადის და ნახშირბადის ინტენსიურ გამოსხივებასაც. მან გამოაჩინა სხვა ელემენტებიც –  გოგირდი, სილიციუმი, ნატრიუმი და ნიკელი.

თერმოგრავიმეტრიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ CoO დაახლოებით 120-180°C-ზე გადადის CoO ფორმაში, ხოლო CoO დაახლოებით 180-350°C-ზე გარდაიქმნება CoO-ად. CoO სტაბილურია და აღარ განიცდის შემდგომ გარდაქმნებს. დაახლოებით 530°C-ზე MnO გარდაიქმნება MnO-ად. MnO სტაბილურია დაახლოებით 800-850°C-მდე, ხოლო ამ ტემპერატურის ზემოთ ის გადადის MnO ფორმაში. დაახლოებით 850°C-ზე მასის მატება ნახშირბადის აალებას ნიშნავს. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება თერმოგრავიმეტრიაში კომერციული MnO/CoO/C ფხვნილის შემთხვევაში, რადგან შესამჩნევი მასობრივი ცვლილებები არ აღინიშნება დამატებითი კომპონენტების არარსებობის გამო. ამ შემთხვევაშიც, დაახლოებით 530°C-ზე MnO გარდაიქმნება MnO-ად.

MnxOy/CoxOy/C კომპოზიტი მიღებულ იქნა ერთსაფეხურიანი ელექტროგენერაციის გზით MnSO/CoSO/NaSO ხსნარში გრაფიტის ელექტროდების გამოყენებით. ელექტროდის ელექტროქიმიური თვისებები, რომელიც შედგება გრაფენის მონოფენიანი ნიკელის ღრუბლისგან და მასთან  PEDOT-ით შეკავშირებული MnxOy/CoxOy/C-ისგან, გამოვიკვლიეთ ციკლური ვოლტამპერომეტრიით (CV) და გალვანოსტატიკური დამუხტვა-განმუხტვის (GCD) მეთოდით NaSO ხსნარში.

ჩვენ მიერ დამზადებული ელექტროდის კუთრი ტევადობის მნიშვნელობა იმედისმომცემია სუპერკონდენსატორის ელექტროდის შესაქმნელად. ვცვლიდით დენს და ვიღებდით კუთრი ტევადობის განსხვავებულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას მომავლში კომერციული ფხვნილით დაფარულ ელექტროდთან შედარებით.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *