სემინარების კვირეულის ფარგლებში, 2025 წლის 2 ივლისს, „ფუნდამეტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილების“ თანამშრომელმა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტმა სოფო ცქიტიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე- „ადსორბენტები მეორადი ნედლეულისა და ცეოლითის ბაზაზე – CO2-ის ჩაჭერა“.
სემინარზე წარმოდგენილი იყო კვლევის საწყის ეტაპზე მიღებული შედეგები და წინასწარი დასკვნები. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, აღნიშნული თემის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, განხილული იყო შესრულებული კვლევის ეტაპები. სემინარის დასკვნით ნაწილში გარიმართა დისკუსია, წამოიჭრა რიგი საინტერესო საკითხებისა, რომელთა გათვალისწინებაც მომავალში დოქტორანტს ხელს შეუწობს სწორად დაგეგმოს სადისერტაციო ნაშრომის მომდევნო ეტაპები.
სემინარის მორე ნაწილს გაუძღვა „ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილების“ თანამშრომელი – სპარტაკ ხუციშვილი, თემატიკით: „სიახლეები ელექტრონ მაგნიტური რეზონანსის ჯგუფის ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრიდან,ლონდონი“.
2025 წლის ივნისში ლონდონში გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო EPR კვლევების უახლესი მიღწევები ბიომედიცინის, სპინტრონიკის, ნანომატერიალების, მოლეკულური მაგნიტების და სხვა სფეროებში. ჩვენმა ინსტიტუტმა წარმოადგინა ნაშრომი – “ბიონანოკომპოზიტების ანტიოქსიდანტური და ბაქტერიოსტატიკური აქტივობა ბუნებრივი სულფატირებული პოლისაქარიდების ბაზაზე, მანგანუმის (ჰიდრ)ოქსიდის ნანონაწილაკებით”, CRDF GLOBAL ფონდთან თანამშრომლობით.