თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

რადიაციული უსაფრთხოების ახალი რეალობა საქართველოში: გამოწვევებიდან მდგრად განვითარებამდე

2025 წლის 1 ივლისს, რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, რადიაციული მეცნიერებებისა და უსაფრთხოების ინტერდისციპლინურმა კონსორციუმმა გამართა პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „რადიაციული უსაფრთხოების ახალი რეალობა საქართველოში: გამოწვევებიდან მდგრად განვითარებამდე“, რომელიც მიზნად ისახავს რადიაციულ რისკებთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების შეფასებას და დარგთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.

სემინარის ფარგლებში დაიგეგმა ინოვაციური პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების, საჯარო სექტორისა და საზოგადოების ინტეგრირებულ თანამშრომლობას. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვები რადიაციული უსაფრთხოების მართვაზე, შეიქმნება სამოქმედო გეგმები, ჩატარდება საჯარო კონსულტაციები, და დაინერგება მონაცემთა ღია ბაზები, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას ფაქტებზე დაყრდნობით და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით.

საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ მონაწილეს წარმოადგენს რეგიონული რადიაციული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებასა და გამყარებაში. სტრატეგიული ჩართულობის გასაძლიერებლად, სემინარი კონცენტრირდა შემდეგ პრაქტიკულ მიმართულებებზე: რადიაციული უსაფრთხოება; რადიაციული დაბინძურების პრევენცია; განათლება და რადიაციული დაცვის კულტურა.

კონსორციუმის დამფუძნებელი ორგანიზაციები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი;
  • ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია;
  • ა(ა)იპ სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი

 

სემინარს დაესწრენ სხვადასხვა დარგის დოქტორანტები, რომლებიც მუშაობენ რადიაციული უსაფრთხოებისა და განათლების მიმართულებით და დარგობრივი სპეციალისტები, მათ შორის:

ნინო     უტიაშვილი       –  ბირთვული        და          რადიაციული   უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი და წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს,  გარემოს  დაცვითი  ინფორმაციის  და განათლების ცენტრიდან.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *