2022 წლის 14 ივნისს ინსტიტუტმა უმასპინძლა სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის (პასუხისმგებელი პირი - ქიმიის პედაგოგი ირინა მიროტაძე ) მოსწავლეებს.
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზ.მათ.მეცნიერებათა
დოქტორმა, მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა თამაზ მარსაგიშვილმა, მოსწავლეებს
გააცნო ინსტიტუტის ისტორია, ისაუბრა მის წარსულ მიღწევებსა და ამჟამინდელ საქმიანობებზე.
ამის შემდეგ მოსწავლეებს სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩაუტარდათ საჩვენებელი ექსპერიმენტები.
უფროსმა მეცნ. თანამშრომელმა,
ელზა ცხაკაიამ მოსწავლეებს ჩაუტარა როგორც სასწავლო, ასევე სახალისო ექსპერიმენტები
(წყალბადის მიღება და აღმოჩენა; მჟავების და ტუტეების აღმოჩენა ინდიკატორებით; იოდის
აღმოჩენა სახამებლის საშუალებით; ძლიერი მჟავის გატიტვრა ძლიერი ტუტუთ; ე.წ. „ოქროს
წვიმა“ და „სპილოს ხორთუმი“) და გააცნო ლაბორატორიაში არსებული აპარატურის (სპექტროფოტომეტრი,
ცენტრიფუგა, სანჯღრეველა-ინკუპატორი, ანალიზური სასწორი, ოპტიკური მიკროსკოპი) მუშაობის
სპეციფიკა. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ექსპერიმენტებში უშუალოდ ჩართვა.
ინსტიტუტის ლ.ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორიაში მოსწავლეებს უმასპინძლა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა,
უფროსმა მეცნ. თანამშრომელმა რუსუდან დუნდუამ.
მან სკოლის მოსწავლეებს გაახსენა თეორიული მასალა ქიმიური
რეაქციის სიჩქარის
შესახებ და
ჩაატარეს შესაბამისი ცდები.
კერძოდ, განიხილეს ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე
მოქმდი ფაქტორების გავლენა.
ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს
ინსტიტუტის აპარატურული ცენტრი, სადაც ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა, მთავარმა
მეცნიერმა თანამშრომლმა ნათელა ანანიაშვილმა მათ წარმოუდგინა თანამედროვე ანალიზური და სხვა გამზომი ხელსაწყოები და
გააცნო მათი მუშაობის პრინციპები.