გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
- ინსტიტუტის დირექტორს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და და-სამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
- ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება შეირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნისის N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი“-თ და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლითა და ,,საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით.
- კონკურსი ცხადდება ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად - 1 საშტატო ერთეული. კანდიდატის ასაკი 65 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
-
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:
მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
4.1. თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ა) კონკურსანტს ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებით დამატებით მოეთხოვება -2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ან
ბ) კონკურსანტს გამოყენებითი კვლევების მიმართულებით დამატებით მოეთხოვება - 2 პატენტი ან 1 პატენტი და 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 პატენტი და 1 მონოგრაფია ან 1 პატენტი და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის ან Google Scholar -ის ბაზაში.
4.2. უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის (მენეჯმენტის) გამოცდილება, კერძოდ:
ა)სამეცნიერო დაწესებულების მართვის ორგანოებში მუშაობის ან სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მართვის 3 (სამი) წლის გამოცდილება მაინც;
ბ)საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმების საორგანიზაციო ან სამეცნიერო კომიტეტების ხელმძღვანელობის გამოცდილება.
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურ-სანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგ-რაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
დ)ორი ფოტოსურათი (3X4);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/ სხვ.);
ზ) სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
თ) ინსტიტუტის დებულებიდან გამომდინარე ინსტიტუტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისა და ფუნქციების შესრულების, აგრეთვე ინსტიტუტის შემდგომი განვითარების მისეული ხედვა.
კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 21 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, მინდელის ქ. №11 ოთახი № 108.
სამეცნიერო საბჭოს სხდომის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არა უგვიანეს 2017 წლის 7 სექტემბრისა.
კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
შესაბამისი DOCX-ფაილის ჩამოტვირთვა