სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევის პროცედურა
- ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში: სამეცნიერო საბჭო) თავის სხდომაზე განიხილავს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატობის მსურველთა განცხადებებსა და მათზე დართულ დოკუმენტაციას და ნიშნავს კენჭისყრის დღეს.
- ღია კენჭისყრა ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში: სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის) ხელმძღვანელის ასარჩევად ტარდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე კენჭისყრისათვის განსაზღვრულ დღეს განსაზღვრულ საათზე.
- საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრის დაწყებამდე სამეცნიერო საბჭო ღია კენჭისყრით საბჭოს წევრთაგან ირჩევს საარჩევნო კომისიას არანაკლებ 3 (სამი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით. საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს. სამეცნიერო საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მხოლოდ ერთ კანდიდატს.
- სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი ოდენობა, იმავე დღეს (ჩატარების დრო დგინდება სამეცნიერო საბჭოს მიერ) გაიმართება განმეორებითი (დამატებითი) კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე პირი. დამატებითი კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. იმ შემთხვევაში თუ დამატებითი კენჭისყრის შედეგადაც ვერცერთმა პირმა ვერ მიიღო სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმა, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევნების პროცედურა ცხადდება და ტარდება ხელახლა, მოქმედი კანონდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
- კენჭისყრის სხდომის დაწყებიდან საბოლოო შედეგების გამოვლენამდე საარჩევნო კომისიის საქმიანობა ხორციელდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა თანდასწრებით.
- საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება წინამდებარე წესით განსაზღვრულ ფარგლებში.
- ზემოხსენებული პროცედურის შედეგები ცხადდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდგომ და სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად შეიტანება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმის შინაარსი გაეცნობა საბჭოს წევრებს და მას ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს (საბჭოს სხდომის) თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის შედეგები, მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის მიერ და მისივე კორესპონდენციით ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შემდგომი რეაგირებისათვის.
- სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის შედეგები შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სასამართლოში.
შესაბამისი DOCX-ფაილის ჩამოტვირთვა